Saturday, July 28, 2018

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღეც, პირველის მსგავსად, იყო საინტერესო და სიახლეებით სავსე. პირველ რიგში წარმოვადგინეთ, თუ რა პროექტებზე ვაპირებთ მუშაობას, გავიხსენეთ ვორდში მუშაობა, გავეცანით პუბლიკაციის ნიმუშებს, ვიუვერიდან ჩამოვტვირთეთ და დამხმარე საქაღალდეში შევინახეთ ბუკლეტების ნიმუშები, შევისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება, კონკრეტულად ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნაზე. შევქმენით საკუთარი ბუკლეტი, რომელიც ავტვირთეთ დრაივში და გავუზიარეთ ტრენერს. ბლოგზე ვისწავლეთ და კომენტარი დავუწერეთ კოლეგას.

Sunday, July 22, 2018

პირველი დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. პირველ რიგში გავეცანით ტრენინგის მოდულს და გავიგეთ, თუ რას გულისხმობს პროექტებით სწავლება და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გამოყენება სასწავლო პროცესში. დღეს გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს, ასევე პროექტის გეგმის შაბლონს, ოცდამეერთე საუკუნის ადამიანისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, ინტელის ელექტრონული სახელმძღვანელოს ვიუვერს, ტრენერმა გაგვაცნო შეფასების რუბრიკა, რომლითაც მოხდება ჩვენი შეფასება ტრენინგის დასრულების შემდეგ, ასევე განვიხილეთ ნიმუშ-პროექტები, რომლებიც იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი, ვისწავლეთ და შევქმენით პირადი ბლოგი, დავამზადეთ საქაღალდეები საკუთარი პროექტისათვის და ნაყოფიერად დავასრულეთ დღევანდელი სამუშაო დღე...

კვლევა

კვლევა