მეცხრე დღე კულმინაცია იყო ჩვენი ტრენინგის. ძალიან საინტერესოდ წარიმართა დღვანდელი შეხვედრა. გავეცანით ერთმანეთის პროექტებს, გავეცით და მივიღეთ რეკომენდაციები, რჩევები, დავასრულეთ ჩვენს პროექტებზე მუშაობა, შევიტანეთ შესწორებები და საბოლოო სახე მივეცით, ავტვირთეთ დრაივზე და გავაზიარეთ ბლოგზე.
ზოგაგად ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და შრომატევადი. ტრენინგის ფარგლებში არამარტო ახალი ინფორმაცია და ცოდნა მივიღეთ, არამედ დავმეგობრდით და ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი გამოცდილება. დიდი მადლობა ტრენერს, იმედი მაქვს მომავალშიც ასე საინტერესოდ ვითანამშრომლებთ!
Sunday, August 12, 2018
Saturday, August 11, 2018
მერვე დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით მეშვიდე მოდულს - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, დავათვალიერეთ რესურსებ განყოფილებაში მოცემული ფასილიტაციის დოკუმენტები, ჩამოვტვირთეთ და შევინახეთ სასურველი დოკუმენტები საქაღალდეში რესურსები/ფასილიტაცია, შევქმენით ჩვენი ფასილიტაციის დოკუმენტი და მოვათავსეთ საქაღალდეში დამხმარე, განვიხილეთ ექსელის პროგრამა, მასში შესრულებადი მარტივი ფუნქციები, ვისწავლეთ გუგლფორმების შექმნა. დღევანდელი დღეც მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
Sunday, August 5, 2018
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეექვსე დღეც მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო. დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა და შევინახეთ ის საქაღალდე - "მოსწავლის ნიმუში". გავეცანით მეხუთე მოდულს, შევადგინეთ ბიბლიოგრაფიის ფაილი, გავიხსენეთ შეფასების რუბრიკების ტიპები, განვიხილეთ სანიმუშო პროექტებში მოცემული შეფასების რუბრიკები, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა, ვნახეთ პრეზენტაცია შეფასების სქემების რუბრიკების შესახებ, განვსაზღვრე\ტ რას ნიშნავს ხვედრითი წილი, ჩამოვთვირთე\თ შეფასების რუბრიკები, რომლებიც განვათავსეთ საქაღალდეში "შეფასებები", ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოს ჩაშენება ან გაზიარება იუთუბიდან. ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესო და შრომატევადი ტრენინგია ზოგადად, რომელიც აუცილებლად დაგვეხმარება პროფესიულ საქმიანობაში...
Saturday, August 4, 2018
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღეც მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე, გავეცანით საქართველოს საავტორო ასოციაციის საიტს, გავაკეთეთ ტესტი საავტორო უფლებების შესახებ, ვნახეთ პრეზენტაციების საავტორო უფლებებისა და ინფორმააციის საიმედოობის შესახებ, გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრებს სანიმუშო პროექტებიდან, დავგეგმეთ ჩვენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მოვიძიეთ შესაბამისი ინფორმაცია.
Wednesday, August 1, 2018
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეოთხე დღეც მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო. დღეს გავეცანით შეფასების სისტემას პროექტის ფარგლებში, ავარჩიეთ ჩვენი პროექტებისათვის შესაბამისი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, შევავსეთ ჩვენი პროექტის დროში გაწერილი შეფასების გეგმა, გავიხსენეთ ვორდში ცხრილების შექმნა, შევქმენით პრეზენტაცია ტრენინგის ბოლო დღეს წარმოსადგენი, ვისწავლეთ პოვერ-პოინტის პრეზენტაციაში დოკუმენტის ჩაშენება. ასე შრომატევადი და ინფორმაციული იყო დღევანდელი დღე
Subscribe to:
Posts (Atom)
კვლევა
კვლევა
-
ტრენინგის მეორე დღეც, პირველის მსგავსად, იყო საინტერესო და სიახლეებით სავსე. პირველ რიგში წარმოვადგინეთ, თუ რა პროექტებზე ვაპირებთ მუშაობას,...
-
დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. პირველ რიგში გავეცანით ტრენინგის მოდულს და გავიგეთ, თუ რას გულისხმობს პროექტებით სწავლება...
-
ტრენინგის მეხუთე დღეც მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე, გავეცანით საქართველოს საავტორო ასოციაციის ს...